“ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება” – გიგი კალანდაძის პირველი კომენტარი

გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიგი კალანდაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უკრაინიდან გამოეხმაურა. “კურიერთან” საუბრისას კალანდაძემ ეს ფაქტი მასზე განხორცილებულ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. გენერალი ამბობს, რომ აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება. ეს არის უსუსური ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი წარმოჩინება იმისა, რომ მათ ჩვენი ეშინიათ და კონკრეტულად იმ სამხედრო მოსამსახურეების, რომელიც აქ იბრძვიან საქართველოსთვის. საიდან გამოაცხადეს, ან ვინ ჰყავთ დამგეგმარებელი რომ ასეთი სისულელეები ააწყონ ჩემზე და ბრალი წამიყენონ გაკვირვებული ვარ. უბრალოდ ის არის სამარცხვინო, რომ აგრძელებენ წმინდა წყლის პოლიტიკურ ზეწოლას ჩემზე,“ – განაცხადა გიგი კალანდაძემ.

როგორც ცნობილია, გიგი კალანდაძეს, დათა ახალაიასა და მეგის ქარდავას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.

შეგახსენებთ, ელბერდ კობერიძის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ აკაკი მინაშვილის თქმით, არსებული ვითარებით ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გამორიცხული
შემდეგი სტატიაშეწყალების კომისიის თავმჯდომარის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება