„ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის ღერძი უნდა გახდეს“ – პარტია „ჩვენ“ საზოგადოებას მიმართავს

„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი დღეს საბოლოოდ ჩამოიხსნა – ოფიციალურად განაცხადა უარი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ე.წ. მმართველმა პარტიამ, რომელმაც 26 ოქტომბერს არჩევნები მიიტაცა, დღეს კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მიზანი ევროინტეგრაციაა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოაწყო!
პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ მიიჩნევს, რომ ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის ღერძი უნდა გახდეს!
„ჩვენ“ მზად არის, გახდეს დიდი სამოქალაქო კონსოლიდაციის ფლაგმანი და ხალხთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს!

banner
წინა სტატიაში“ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები – ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით”-ლანდსბერგისი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება”