„ეს არის ტრაგიკული მაგალითი”-ბესელია ზარიაშვილის მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე

„ეს არის ტრაგიკული მაგალითი და მმართველი პარტიის დღევანდელი სურათი“,- დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილედ დანიშვნას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის მმართველი პარტიის მორალური დეგრადაციის გამოხატულება.

„ეს არის ტრაგიკული მაგალითი და მმართველი პარტიის დღევანდელი სურათი. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი შემოგყავს ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტი ცუდი და შავი საქმის შემსრულებელი იყო და შემდგომ როდესაც პარლამენტში გაჩერება შეუძლებელი იყო და ჯილდოდ აძლევ ასეთ მაღალანაზღაურებად სამსახურს, ეს არის მმართველი პარტიის მორალური დეგრადაციის გამოხატულება.

ასეთი ადამიანების მძევალი გახდა მმართველი პარტია. სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი საერთო აღარ დარჩა 1 ოქტომბრის იმ იდეალებთან, რომელთანაც ჩვენ ვიდექით მაშინ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო რეფორმა ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის ქვაკუთხედია-გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაივანიშვილის სიტყვას ვერ ენდობი-სერგი კაპანაძე დიალოგის მეორე რაუნდზე