“ეს არის თამაში სამივე მხრიდან”- ლევან ბერძენიშვილი ბურჭულაძე-გვარამიას საუბარზე

ეს არის თამაში ორივე მხრიდან, თუ გინდათ სამივე მხრიდან და თუ გნებავთ „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელის მხრიდანაც, რომ დახატონ თითქოს ნაცებსა და ოცნების გარდა, რომელთაც ეკუთვნით ბურჭულაძის პარტიაც, მეტი არავინ არ არის და არავის არანაირი შანსი არ აქვს, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონი საუბრის ჩანაწერს.

ბერძენიშვილის განცხადებით, ზოგადად მოსმენები მისთვის მიუღებელია.

„მოსმენები საერთოდ გულისამრევია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში გვარამიას უსმენდნენ, მე მგონი მთავრობისთვის ამჟამად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბურჭულაძეს მოუსმინონ. ერთს უსმენდნენ თუ მეორეს, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოსმენების მიუხედავად, რომელიც გითხარით, გულისამრევია და ასეთი რამეები რომ ქვეყნდება და ამაზე ვინმე რამეს აწყობს არ მიმაჩნია სამართლიანად. მაგრამ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია რა ხასიათისაა, ხელოვნური, ფსევდო ოპოზიცია, შექმნილი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ შესაძლოა, რომელსაც ყოველდღიურად ტოვებენ მმართველი ძალები, ყველაზე მთავარი წარმომადგებლები. ეს პარტია აღარ არსებობს, სამაგიეროდ აქვს რაღაც შანსები. ყოველდღე გამოდის მათი ძირითადი წარმომადგენელი და ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ამის კაცი არ არის. ეს არის თამაში ორივე მხრიდან და თუ გინდათ სამივე მხრიდან და თუ გნებავთ „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელის მხრიდანაც, რომ დახატონ თითქოს ნაცებსა და ოცნების გარდა, რომელთაც ეკუთვნით ეს პარტიაც, მეტი არავინ არ არის და არავის არანაირი შანსი არ აქვს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ინტერნეტსივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. საუბრის დროს ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს საყვედურობს, რომ „გირჩის“ წევრები ღიად საუბრობენ „ქართულ ოცნებასთნ“ თანამშრომლობაზე, რაც მისთვის მიუღებელია.

„ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის”, ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა – აბა, რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო. ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა. ივანიშვილთან ყოფნა, ვისაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად „ახევას “ უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმ ადამიანებთან ერთად მე არა მაქვს გზა, ეს უკვე ჩემი არჩევანია“,-აცხადებს ნიკა გვარამია.

პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას საქმის ვითარებაში გარკვევას პირდება და ამბობს, რომ „მსგავსი არაფერი არ ხდება“.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაკონტრდაზვერვის გამომძიებლების განცხადებით, „იმედის“დალუქვის დროს სამართლებრივი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ