ეს არის ტალღა, რომელიც ბუნებრივი რეაქციაა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკური კლასის იმ ნაწილისგან, ვინც საქართველოთია დაინტერესებული

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებსეს არის ტალღა, რომელიც ბუნებრივი რეაქციაა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკური კლასის იმ ნაწილისგან, ვინც საქართველოთია დაინტერესებული ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, თუ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ძალადობრივი ტენდენცია შენარჩუნდება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის იზოლაციის პროცესი გაგრძელდება.

„ეს არის ტალღა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკური კლასის იმ ნაწილისგან, ვინც საქართველოთი არის დაინტერესებული, რადგან ეს ხალხი, პრაგმატულად და ღირებულებებით არის საქართველოს მხარდამჭერი – არა დღევანდელი, გუშინდელი ან ხვალინდელი ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. როდესაც ისინი ხედავენ ტენდენციას, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა, უკანონოა, ძალადობრივია, საფრთხეში აგდებს ჩვენ სუვერენიტეტს, დემოკრატიას, ანუ მათ ინტერესებსაც, ისინი ამ რეაქციას მიმართავენ. ივანიშვილის და მისი გუნდის იზოლაციის პროცესი გაგრძელდება, თუ ისინი გონს არ მოეგებიან. ხელისუფლებამ უკან უნდა წაიღოს ის შეურაცხყოფა, რაც ქართველ ხალხს მიაყენა, გააჩეროს ძალადობრივი დევნის ფონი, პოლიტპატიმრების ჩათვლით და ამის შემდეგ იქნება შედარებით მაინც ნორმალური ატმოსფერო“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე მნიშვნელოვანი წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან. მისივე თქმით, წერილი გასული წლის დეკემბრით თარიღდება და ის არ გასაჯაროვებულა. სალომე სამადაშვილმა საზოგადოებას წერილის შინაარსი გააცნო.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან
შემდეგი სტატიამაიორი გიორგი დვალიშვილი სუს-ის უფროსს – დაანებეთ თავი ჩემს ოჯახზე თვალთვალს – მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს