ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ ახლა უკვე ცდილობენ, ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ – ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამორალურად მიიჩნვეს, იმას, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას.

ბოკუჩავას თქმით, სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ.

ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ. ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რომელიც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გააკეთოს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სწორედ იმავე ბავშვების მშობლებისგან, უფროსი დების თუ ძმებისგან, მეგობრებისგან „ქართული ოცნება“ ძალიან მწვავე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს არა საზოგადოების გაყოფაზე, სიძულვილის ენაზე, ბავშვების ინსტრუმენტალიზაციაზე, არამედ იმაზე ,რომ ბავშვებს საჯარო სკოლებში აღარ შიოდეთ, იმაზე რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ბავშვების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და არა მხოლოდ და მხოლოდ ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეების მიერ