(video) ეს არის სოციალური გენოციდი – გიორგი გუგავა

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ხელისუფლებაში არიან „მტაცებელი მილიარდერები“ და სანამ მათი მმართველობა არ დასრულდება, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.

“ეს არის სოციალური გენოციდი, რაც დღეს ხდება ეს არის კატასტროფა, 2012 წელს მილიარდერი იმიტომ მოიყვანა, იმ იმედით, იმ ოცნებით, რომ ეს სიღატაკე დაძლეული იქნებოდა, შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები, მაგრამ დღეს უტიფარ ხელისუფლებას უყურებს. ბოდიში მაინც მოიხადეთ, დაპირებები რომ ვერ შეასრულეთ. განცდა არ გაქვთ ადამიანური? ამ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ადამიანები. რასაც თქვენ ჩადიხართ, ეს არის ერის წინაშე დანაშაული, ამის გამო თქვენც და წინამორბედებსაც პასუხი უნდა მოგეთხოვოთ. თქვენ ფუფუნებაში ცხოვრობთ და ამტკიცებთ, რომ ამ ბებიას თურმე შეუძლია, ბედნიერად იცხოვროს, არ გრცხვენიათ მაინც? ბოდიში მაინც მოიხადეთ“, – განაცხადა გიორგი გუგავამ გადაცემა “არჩევანში”.

გადაცემა “არჩევანში” სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ სიუჟეტები გავიდა. “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბაღდათელ ქალბატონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ხელისუფლებამ რამდენჯერმე შესთავაზა დახმარება, თუმცა ქალბატონმა უარი განაცხადა. ამასთან, მას ჰყავს 4 შვილი, მათგან სამი დასაქმებული და შვილი ვალდებულია, მშობელს დაეხმაროს.

https://youtu.be/-flffA1CHaU

banner
წინა სტატიაში(video) სოციალურად დაუცველთა პროგრამა არის ხარვეზიანი – დიმიტრი ხუნდაძე
შემდეგი სტატიაპრემიერმა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში შეხვედრა გამართა