25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“ეს არის სისტემური დანაშაული”- გიგა ფარულავა გორში პოლიციის ძალადობაზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა გორში, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. ფარულავას განცხადებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ მოქმედებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მინისტრების ცვლილება ვერ შეცვლის რეალობას, რადგან თავად სისტემაა დაფუძნებული ძალადობასა და დაშინებაზე, რასაც ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა აქვს:

„პოლიციელებისთვის შექმნილია დაუსჯელობის განცდა, რასაც წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან წახალისება და მოძალადე პრაქტიკის დაფარვა განაპირობებდა. გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სანქცირებული პირების დაწინაურება სამართალდამცავებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ ძალადობას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება“, — განაცხადა გიგა ფარულავამ.

ფარულავა ითხოვს საქმის სრულ, დამოუკიდებელ გამოძიებას, ყველა მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცირებას, კანონის სრული სიმკაცრით დასჯას და მათთვის სამართალდამცავ სისტემაში საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვას.

banner
წინა სტატიაში„არასწორი მოლოდინების შექმნა ამორალურია“ — სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე
შემდეგი სტატიაბექა კობახიძე: უკრაინელები ილუზიას ებღაუჭებიან, რომ ქოცებს რუსებს ჩამოაცილებენ