21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

“ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის”- ექსპერტის შეფასებით, ირანში პრეზიდენტის დონის ვიზიტი ეჭვებს გააღრმავებს

ირანში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი დასავლეთის მიმართ კონკრეტული პოლიტიკური სიგნალია. ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ხატიაშვილის თქმით, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ირანი აშშ-სთან სამხედრო დაპირისპირებაშია, ხოლო ევროკავშირს ის დასანქცირებული ჰყავს, თეირანში საქართველოს პრეზიდენტის დონეზე დელეგაციის ჩასვლა პარტნიორებში ეჭვებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მის პოზიციას რამდენიმე მთავარი არგუმენტი ამყარებს:

_3 წლის წინ მსგავს ვიზიტს შესაძლოა რეაქცია არ მოჰყოლოდა, თუმცა დღეს გლობალური ვითარება რადიკალურად განსხვავებულია.

ქვეყნის იმიჯის შერყევის ფონზე, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ირანში დელეგაციის არა პრეზიდენტის, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ან რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის მეთაურობით გაგზავნა.

წარსულში ირანთან ურთიერთობისას საქართველოს პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა ჰქონდა და მკაფიოდ იყო ცნობილი ქვეყნის პრიორიტეტები, რაც დღეს კითხვის ნიშნებს აჩენს, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესში ინიციირებული იმ დოკუმენტების ფონზე, რომლებიც საქართველოზე ირანის შესაძლო გავლენებს ეხება.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკაში. ეს უკვე არა პროტოკოლური ვიზიტია, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სიგნალია და ამის აღქმა ასე ხდება დასავლეთის მხრიდან“, — აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი მიღწევა უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვაა
შემდეგი სტატიაუკრაინული მედია – ანკარის სამიტზე ნატო რუსეთს საფრთხედ გამოაცხადებს და უკრაინას ორი წლის განმავლობაში 140 მილიარდ ევროს დაპირდება