ეს არის შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ – ნიკა მელია

პოლიტიკოსებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, ეს არის შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ, კრიმინალური რეჟიმი ივანიშვილის მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ დასაგმობია.

„პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, თან ვისი მხრიდან? აორგანიზებენ, მიუქსევენ ადამიანებს გამოწყობილებს, გამოპრანჭულებს. ახლა თავად ძალადობენ, იგივე რაც მოხდა დუბაიში, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. თვითონ „ქართული ოცნების“ დასაყრდენია ე.წ დეპუტატები, ვიღაცა მარგველიძე, სამხარაძე. ეს არის შურისძიება, შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ. გახარიასთან ვერასდროს ვთანხმდებოდი და სავარაუდოდ, ვერაფერზე შევთანხმდებით მომავალში. თუმცა ერთ რამეზე ვთანხმდებით, მომავალში საკითხებზე რომ ვერ შევთანხმდეთ, ჯერ ეს მომავალი უნდა მოვიპოვოთ. ნებისმიერი კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ დასაგმობია და რა თქმა უნდა, ვგმობთ. აბა ვნახოთ თუ დააკავებენ სამხარაძეს, რომელიც არის სულისჩამდგმელი დარბევების და ზონდერების ორგანიზატორია. ერთი სიტყვით, კრიმინალური რეჟიმი ივანიშვილის სახით უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს, ეს სჭირდება თქვენს მომავალს, ჩვენს მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისაია-პატრია “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა
შემდეგი სტატია“ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა… ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს”- ზურაბიშვილი