“ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა”

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

„შემაშფოთებელი ფაქტი,“-ასე ეხმაურებიან ნაციონალურ მოძრაობაში დეპუტატ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს, რა დროსაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.

სერგო რატიანი იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები აღნიშნულ ფაქტს დროულად გამოიძიებენ.

„ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც წახალისებულია ანგარიშსწორება, წახალისებულია მითუმეტეს ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიებაც არ გაიწელება,“-აცხადებს რატიანი.

გამოძიების დროულად დასრულებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანიც. ის კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება სწრაფად დასრულდება და არ ჩადგება იმ გამოძიებების რიგში, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხორციელდება და გამოუძიებელი რჩება. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნებადართულია და საქართველოში ზოგადად ნებადართულია ასეთი სახის გარჩევები,“-აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ცოტა ხნის წინ საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე მოხდა. ამ დროისთვის დეპუტატს ოპერაცია უტარდება.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილ ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატია“დღისით, მზისით ასეთი დანაშაულის ჩადენა მიანიშნებს, რომ კრიმინალური თვალსაზრისით, რაღაც არ არის სწორად “