„ეს არის საზოგადოების პირველი გამარჯვება“ – რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატების თვითაცილებაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათივე კანდიდატმა დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა და მათ თვითაცილება მოითხოვეს. არსებულ ვითარებას ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სიის გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვანია ის პროცესი, თუ როგორ მოხდება ახალი კანდიდატების შერჩევა:

„ეს არის პირველი გამარჯვება საზოგადოების და სწორედ საზოგადოების ზეწოლის შედეგად მოხდა ის, რომ ეს სია არ იქნება განხილული. რა თქმა უნდა, თვითინიციატივას აქ გამოვრიცხავთ, როგორც დაავალეს ამ სიის შედგენა, ასევე მიიღეს დავალება ზემოდან, რომ ამ ფორმით ყოფილიყო ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის მეორე ეტაპი, როგორ გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მომავალში,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: რატომ ვეღარ აკონტროლებს ივანიშვილი “ოცნებას”
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, საახალწლო სპეცოპერაცია ჩაეტარებინა და სასამართლო მთლიანად ხელში ჩაეგდო