“ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო”

ფაქტი ერთია, რომ არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სიმართლე დადგინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულებას ვერავინ გაექცევა.

„ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, რაც ჩვენ ვიხილეთ – ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, რომ სრულად მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორედ თავშიც აღარ მოუვიდეს აზრად არავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი – ყველა თანასწორია. ჩვენ, სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებებსაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების მხრიდან საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ჩვენ აქ, ყველას სრული ბერკეტები გვაქვს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე და ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომათა დარბაზთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა