14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

“ეს არის სახელმწიფოს უდიდეს საფრთხეში ჩაგდება და ღალატი!”- ელენე ხოშტარია ირანთან ურთიერთობაზე

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს:

_ აშშ-ში ირანის დამარცხება, ამ პრობლემის დროული გადაჭრა, ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური საკითხია.სიმწვავეს ამძაფრებს ნოემბერში მოახლოებული შუალედური არჩევნები. ტრამპისთვის ირანი პოლიტიკური ეგზისტენციალურების საკითხია.გუშინ ტრამპმა გამოაცხადა უპრეცედენტო ეკონომიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ირანის დამარცხების ახალი სტრატეგია. ამერიკა არნახულ ეკონომიკურ სიკვდილს ჰპირდება ირანს.

აი, ამ ფონზე ჩვენი რუსული დე-ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად. თავად წარმოიდგინეთ, რა ემუქრებათ. ოღონდ საფრთხე ის არის, რომ მათი დასჯით, ჩვენც ვიზარალებთ. რა შეიძლება, რუსეთის გარდა, აიძულებდეს ამ რეჟიმს, ღიად უჭერდეს მხარს ტერორისტულ, იდეოლოგიზებულ, რელიგიურად ღიად აგრესიულ რეჟიმს, რომელიც ამუშავებს ბირთვულ იარაღს. რამ უნდა მოგანდომოს ცივილიზაციასთან დაპირისპირებულ რეჟიმთან ურთიერთობა. ეს არის სახელმწიფოს უდიდეს საფრთხეში ჩაგდება.

ეს არის ღალატი!

banner
წინა სტატიაშიDressup-ი იმსახურებს ჩემპიონს – საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
შემდეგი სტატიაშსს დუშეთში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს