“ეს არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა” – ანა დოლიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ანა დოლიძის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორი გადწყვეტილება მიიღო, როდესაც დოლიძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს ჩამოაშორა და ის კანდიდატებთან გასაუბრებას ააცილა.

ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ის ასევე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც იუსტიციის საბჭოს მხრიდან აცილებების გახშირებულ ტენდენციას მოჰყვება და ამბობს, რომ ეს არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა.

„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას არის, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. რა თქმა უნდა ვაპირებ ამის გასაჩივრებას. ეს პოზიციაა, რომელიც არის რეალურად საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საია-ს თავმჯდომარეც ეხმაურება. სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს არის მცდელობა იუსტიციის საბჭომ აიცილოს ის წევრები, რომლებიც გამოირჩევიან კრიტიკული განცხადებებით.

„ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას ვინაიდან თავად ის განცხადებები და შეფასებები რასაც ანა დოლიძე აკეთებდა არ ეხებოდა არც ერთ კონკრეტულ პირს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანი ტესტი, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს – მესამე სექტორი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიატოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა