ეს არის რუსეთის მუდმივი ტაქტიკა

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გორში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, რუსეთის მსგავსი ქმედებების აღმოფხვრა და პრევენცია აქტიური და კონკრეტული ნაბიჯებით არის შესაძლებელი.

,,ეს არის რუსეთის მუდმივი ტაქტიკა. მოლაპარაკების წინ ქმნის პრობლემას, რომ მთელი ყურადღება იყოს ამ პრობლემაზე გადატანილი. ეს გახდა ჩვეულებრივი საკითხი. თითქოს შეჩვეულები ვართ, რომ რაღაც პერიოდულობით ეს უნდა მოხდეს. რუსეთს ჩვენ ვერ შევცვლით რა თქმა უნდა, მაგრამ ამის აღმოფხვრა და პრევენცია შეგვიძლია ბევრი აქტიური კონკრეტული ნაბიჯით, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. ზუსტად ამიტომ, ჩვენ რეაქციის რეჟიმში კი არ უნდა ვიყოთ რომ ეს მოხდება, უბრალოდ განცხადება გავაკეთოთ და მერე იქ მაგაზე ვიკამათოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მწყობრი სტრატეგია რას ვუპირისპირებთ ამ ყველაფერს’’ – ამბობს ელენე ხოშტარია.
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი დღეს გადმოწიეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. საზღვრის გადმოწევით, რადმენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა