8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, “ოცნება” რაღაცაზე ფეხს ითრევს”- გიორგი რუხაძე

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე რუსეთის მიერ რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი კრემლის მხრიდან შანტაჟს წარმოადგენს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი ინტერესების მისაღწევად იყენებს:

„რუსეთმა მიიღო ყველა დათმობა, რაც დასავლურ ფრონტზე შეეძლო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. ფაქტია, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი საერთოდ აღარ განიხილება. მოსკოვმა მიაღწია იმ ამოცანას, რომ თუ 15 წლის წინ საქართველო მინიმალურად იყო დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე, დღეს საგრძნობლად დამოკიდებულია. სწორედ ამის დემონსტრირებას ცდილობს ახლა მოსკოვი — მიანიშნოს „ქართულ ოცნებას“, რომ მას სხვა გზა აღარ აქვს, პარტნიორები დასავლეთში აღარ ჰყავს და აჩვენოს, თუ რა შეუძლია“, — განაცხადა რუხაძემ.

მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება მიანიშნებს, რომ მხარეები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.

„ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია, საერთოდ წყობიდან გამოიყვანოს საქართველოს ეკონომიკა. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი ჰაერზე არ გადადგეს, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ რაღაცაზე ფეხს ითრევს და რაღაცას არ ასრულებს“, — აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშილაშა ბუღაძე გველესიანს: დოსტოევსკის ციტირება ადვილია, ნაწამები პატიმრის ტკივილის დანახვა რთული
შემდეგი სტატიაევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს 13 ოქტომბერს გახსნის