ვინც მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა „სქაი ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა შაპსს კითხვა დაუსვა, რა იქნება დიდი ბრიტანეთის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს დაამტკიცებს.
„ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ჩვენ ვნახეთ, როდესაც რუსეთი უფრო აგრესიულად შეიჭრა უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი გავლენის გამოყენებით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ რადგანაც პუტინმა აჩვენა, არამხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსთვის და მეზობლებისთვის“, – აღნიშნა გრანტ შაპსმა.