ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია NED-ის მიერ პარტიების დაფინანსებაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სიცრუა, რომ „NED“-ი ევროპულ საქართველოს ეხმარება.
მისივე თქმით, რეალურად „NED“-ი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს ეხმარება.
„ევროპული საქართველო თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მაგალითად ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, ანუ 90იანებში აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდის ამბის გატანა მსოფლიოში – ამაზე აქვს პრობლემა დღევანდელ რეჟიმს.
იმ რეჟიმს, რომელიც ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, თუ რა ფულს ხარჯავს ჩვენი მტერი საქართველოში, იქნება ეს „პრიმაკოვის ფონდი“, „გორჩაკოვის ფონდი“, თუ სხვა. მეტიც ამავე ჯგუფებს თვითონ აძლევენ ფულს, რადგან მათი მოკავშირეები არიან. ეს არის მთავრობა, რომელიც დღეს ხმას არ იღებს იმაზე, რომ გენოციდის შემდეგ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების საკუთრებას საერთაშორისო ფირმები აქირავებენ“ – თქვა გიგა ბოკერიამ