ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, მაგრამ უნდა ვნახოთ რას გააკეთებს ანტიკორუფციული-გიგაური

პრემიერ კობახიძის მოწოდებას, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური “მთავარი არხის” ეთერში ეხმაურება. გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას გიგაური ამბობს, რომ ეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებაა, თუმცა უნდა დაელოდონ საბოლოო გადაწყვეტილებას:

“ჯერჯერობით არ ვიცით რას მოიმოქმედებს ანტიკორუფციული ბიურო ჯერჯერობით ჩვენ ვიცით ის, რომ მთავრობამ სთხოვა მათ აბსოლუტურად არალეგიტიმური გადაწყვეტილება გააუქმოს. მთავარი ალბათ ის არის, რომ ეს არის ნამდვილად ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემ კოლეგას, მედიას, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჩვენთან დაკავშირებულ ამ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია მიაწოდეს და მე ვიტყოდი, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვნახოთ რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო” ამბობს გიგაური.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პრემიერმა კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, TI-ს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. თუ უკრაინა სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ ჰიბრიდული ომის”-პრეზიდენტი