ეს არის ქართული ოცნების პარტიიდან მართული პროტესტი

“ეს არის ქართული ოცნების პარტიიდან მართული პროტესტი და არ არის გულწრფელი,” – ელენე ხოშტარია ქართული ოცნების აქტივისტების ქმედებას აფასებს, როდესაც ისინი ხოშტარია რესტორანში სადილობისას შეუცვივდნენ და მოსთხოვეს, რომ მანდატი დატოვოს.

ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნება ახალგაზრდებს პარტიული ინტერესებისათვის იყენებს.

“მათ არ აქვთ მოსმენის სურვილი. ის კი არ არის, რომ რაღაც ვერ გაიგეს და ახსნა უნდათ. საბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტი იყო ზუსტად, იქ ჰიმნის გაშვება და სწორედ ეს არის დღეს ქართული ოცნების სახე – საბჭოთა კავშირისკენ საქართველოს წაყვანა. მათი უმრავლესობა არის პარტიის წევრი. ეს არ არის გულწრფელი პროტესტი. თუმცა, თავისთავად პროტესტი პრობლემა არ არის, ყველას შეუძლია გამოხატოს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს არაძალადობრივი და არა ისე, როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს, რომ ლეწავენ ოფისებს, იჭრებიან კერძო საკუთრებაში,” – ამბობს ხოშტარია.

ქართული ოცნების აქტივისტები ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას რეატორანში სადილობისას შეუცვივდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ ხოშტარიამ მანდატი დატოვოს.

ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დასაბრუნებლად აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სიმბოლურად, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

საღამოს ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთერთი მონაწილე ამბობდა, რომ მისი მოთხოვნა “ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეჩერება” იყო.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის “ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს”.

აქტივისტებს შორის, რომლებიც ხოშტარიასა და ნადირაშვილის მიერ მანდატების დატოვებას მოითხოვენ, ერთერთი ის პირია, ვინც სირცხვილია აქციებზე დადიოდა და პროვოკაციებს აწყობდა.

 

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: ვის იმედად დარჩა ოცნება ??? იმ ტიპების,რომლებიც “ეკა ხოფერიას” და ელენე ხოშტარიას ვერ არჩევენ ???
შემდეგი სტატიაეს ადამიანი 45 წლის ასაკში, ძალიან მაღალი ალბათობით, გინესის წიგნში შესატანი დონის ნაძირალა იქნება