“ეს არის ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დიაგნოზი”-გოცირიძე NDI-ზე

“ეს არის ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. გაუარესდა ყველა მაჩვენებელი, რისი გაუარესებაც შეიძლებოდა. ნეგატიურ რეიტინგში ივანიშვილი არის რეკორდსმენი. ქართული ოცნების აი ეს მმართველობის ჩავარდნილი მაჩვენებელი, ამავე დროს ძალიან აზიანებს ქვეყანას. არავის სჯერა რომ ქვეყანა, ეკონომიკა სწორი მიმართულებით განვითარდეს ”-
ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე NDI-ის კვლევას.

2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია. ასევე, ბიძინა ივანიშვილს უარყოფითი შეფასება აპრილის შემდეგ 10%-ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა”-სამადაშვილი NDI-ზე