ეს არის პროვოკაციული განცხადება, რომელსაც მიჩვეულები ვართ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძე პროვოკაციულ განცხადებაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, იმ მაღალჩინოსნების დაჯილდოვება, რომელებიც დასანქცირდნენ, ევროსაბჭიოს გენერალური მდივნის შეურაცხყოფაცაა.

“მას ჰგონია, რომ შევიდა კონსტრუქციულ დიალოგში და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ განცხადებას“, – თქვა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.

პროვოკაციულია ის, რაც მოვისმინეთ დღეს, რომ გუშინდელი აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დაასანქცირონ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ამის პასუხი იყო ის, რომ დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი, დე ფაქტო პრეზიდენტი იქნება, ჩვენ დავაჯილდოვებთ იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხმისგებელნი არიან პირდაპირ მხეცობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და კიდევ აქვს თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაციული განცხადება, რომელსაც მიჩვეული ვართ, მაგრმ ეს არის შეურაცხყოფა ევროსაბჭოს გენერლაური მდივნისაც. მას ჰგონია, რომ შევიდა კონსტრუქციულ დიალოგში და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ განცხადებას.

ყევლაფერი ნათელია, ჩვენი გზაც, არ უნდა შეგვეშინდეს, მშვიდობიანი გზა წინ არის. ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვჭერენ და ამას ჩვენ ვნახავთ კიდევ და კიდევ უფრო ნათლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთის მოკავშირეა – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიადღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის – ლაიენი