ეს არის პოროშენკოს მიერ საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა- რომან გოცირიძე

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები თბილისში ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებით პეტრო პოროშენკომ დარტყმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს მიაყენა.

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ პოროშენკოს გუნდი დაშვებული პოლიტიკური შეცდომების გამო არჩევნებს წააგებს.

,,რაც გუშინ მოხდა ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა პოროშენკოს მიერ. დამთავრებულია მისი რეჟიმი. წელიწად-ნახევარში იქნება არჩევნები და უკრაინის ხელისუფლებაში არ იქნება პოროშენკო, დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი და გააგრძელებს საქმიანობას.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება
შემდეგი სტატია,,სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, იმედია პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ”-უსუფაშვილი სააკაშვილზე საუბრობს