“ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის”

ჩვენი მთავარი ინტერესი იყო მოლაპარაკება და მშვიდობიანად დასრულება, იმიტომ ვიდექით იქ ორი საათი და ვიცავდით ყოველგვარი სპეცსაშუალებების გარეშე პარლამენტის შენობას, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

“იქ მოლაპარაკებაზე მომიტინგეების მხრიდან მზაობა არ იყო… კი გაიძახიან, მოლაპარაკებას ვცდილობდითო, მაგრამ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ამ დროს როგორ ყვირიან იგივე პირები, მივაწვეთ, პოლიცია დაიღალაო. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო მოლაპარაკება და მშვიდობიანად დასრულება, იმიტომ ვიდექით იქ ორი საათი და ვიცავდით ყოველგვარი სპეცსაშუალებების გარეშე პარლამენტის შენობას და როცა პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, სხვა შანსი არ იყო, იძულებული შევიქენით, გვემოქმედა”, – განაცხადა საბანაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენო­ბა დაახლოებით 15 000 კაცი იყო, მართლ­წესრიგის აღდგენაში, შენო­ბის­ დაცვასა და შტურმის მოგერიე­ბაში ჩართული იყო 1500 პოლიციელი.

“სულ 5000 პოლიციელი იყო მობილიზებული. მერე რეგიონებიდანაც გამოვიძახეთ დამატებითი ძალები. თუმცა, 1500 პოლიციელი იცავდა პარლამენტის წინა ფლანგს. სულ წინა პერიმეტრზე 300-400 პოლიციელის მონაცვლეობა ხდებოდა”, – აცხადებს საბანაძე.

banner
წინა სტატიაშისუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაგამოკვეთილია რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს აქტიურობისა და დესტრუქციული ქმედებისკენ