ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე პროფესორ მასწავლებლებს შეხვდება, სადაც მოუწევს უპასუხოს კითხვებს, რატომ გახდა საჭირო ორი უნივერსიტეტის გაერთიანება.
“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც თავისთავად პრობლემურია, რომ პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას და არა უნივერსიტეტები თავიანთი ავტონომიურობის ფარგლებში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი,რ აც ცალსახად დგება, ეს არის ისტორიული იდენტობის დაკარგვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ცალსახად დადგება”, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
“რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს სტუნდეტებს, პროფესორებს, უნდა აგვიხსნან და გვითხრან, თუ საბოლოო ჯამში ისევ იმ მიზანს არ ემსახურება, რომ შენობები გამოთავისუფლდეს და შემდეგ გაიყიდოს ცენტრალურ უბნებში”, – ამბობს ექსპერტი.















