ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიმართ – სიმონიშვილი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტია, რომელსაც დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, ხვალ კი, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაამტკიცებენ.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

“ეს პროცესი მიემართება ერთადერთი ადამიანის, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, არადემოკრატიული და დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომლითაც დიდი ზიანი მიადგება დემოკრატიას. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი, როგორიც არის ვეტოს დადება და შენიშვნებით უკან დაბრუნება პარლამენტისთვის გამოიყენოს, იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი ამ პროცესის არასწორობის და არადემოკრატიულობის საჩვენებლად”, – თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე პარკირების გადასახადზე – საათობრივი საფასურის გარეშე აქამდე მოქმედი 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი უცვლელი რჩება
შემდეგი სტატიასაახალწლო გალაკონცერტი – „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება