18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება”- დღეს ლევან ხაბეიშვილს განაჩენს გამოუტანენ

ლევან ხაბეიშვილს, სასამართლო განაჩენს დღეს გამოუცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით  განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა, რომელმაც მიმდინარე პროცესს „პოლიტიკური ეგზეკუცია“ უწოდა.

ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება და მიზნად ოპოზიციისა და თავისუფალი აზრის განადგურებას ისახავს.

„ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა და სიმართლეს ამბობდა. მას მხოლოდ იმ სიტყვების გამო უსწორდებიან, რომლითაც სპეცრაზმს მიმართა — მოუწოდა, არ დაერტყათ საკუთარი ხალხისთვის, არ მოეწამლათ ადამიანები მხუთავი გაზით და არ შეესრულებინათ უკანონო ბრძანებები. სწორედ ეს სიტყვები გახდა რეჟიმის შურისძიების მიზეზი“, — აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ვერანაირი განაჩენი და ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და პოლიტიკური დევნის დასასრულებლად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ – Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
შემდეგი სტატიააჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს