ეს არის პირდაპირი წინაპირობა რევოლუციური განვითარების

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqnebaეს არის პირდაპირი წინაპირობა რევოლუციური განვითარების-ეს განცხადება, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას გააკეთა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიერ შექმნილმა ცვლილებათა პაკეტმა შესაძლოა მოსახლეობას გაუჩინოს განცდა, რომ საარჩევნო გზით ხელისუფლების “სახლში გაშვება” შეუძლებელია, რაც მისი თქმით, ქვეყანაში რევოლუციის წინაპირობას შექმნის.
“თუ საზოგადოებას ამ ყველაფრის შედეგად გაუჩნდა განცდა, რომ საარჩევნო გზით არაპოპულარული ხელისუფლების გაშვება სახლში არის შეუძლებელი ან მაქსიმალურად გართულებული, ეს არის პირდაპირი წინაპირობა რევოლუციური განვითარების. ეს კონსტიტუცია არის, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, არის რევოლუციური. რევოლუციური არა პროგრესული გაგებით, არამედ პირდაპირი გაგებით, ანუ რევოლუციის წინაპირობას ქმნის ქვეყანაში,”-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიბანელმა ქალებმა პროტესტის ნიშნად საქორწილო კაბები გამოფინეს ბეირუთში
შემდეგი სტატიაერდოღანმა ფრანგ პოლიტილოგს სასამართლოში უჩივლა