ეს არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე

ako minashviliქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა – ოკუპაციის ხაზის გადმოწევა, ოკუპანტების მიერ ადამიანების მკვლელობა, მოქალაქეების გატაცება და შეურაწხყოფა, ეკონომიკური სიდუხჭირე, კრიმინალი, კორუფცია, ძალადობა, თავისუფალ მედიაზე და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. და ამის საპასუხოდ რას გვთავაზობს არალეგიტიმური ოცნების ჯგუფი პარლამენტსა და მთავრობაში – ოკუპირებულო ტერიტორიების შესახებ კანონის შესუსტებას. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ყველა ჩვენთაგანისთვის ყველაზე ძვირფასზე – ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სუვერენიტეტზე. ეს არის კიდევ ერთი ღია გზავნილი მტრული სახელმწიფოს მიმართ, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებით, მისი ერთიანობით ვაჭრობა ივანიშვილის მერკანტილური მენტალობის არჩევანია და გზა ხსნილია სახელმწიფოს სრული ჩამოშლისათვის.
ამ კანონზე ხანგრძლივად მიდიოდა მუშაობა და მთავარი არსი იმაშია, ის ვინც გამიზნულად, მტრული განზრახვით შებღალავს საქართველოს საზღვრების ურღვეობაზე, პასუხს აგებს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. ამ პრინციპიდან უკან დახევა მწვანე შუქია შემგომი აგრესიისა და ტერიტორიების მიტაცებისთვის.
ჩერჩილმა თქვა, როდესაც ჯოჯოხეთში მოძრაობ, არ უნდა გაჩერდე, უნდა გააგრძელო მოძრაობა. ამიტომაც ეს მოძრაობა აუცილებლად გაგრელდება კიდევ უფრო ჩქარი და ენერგიული ნაბიჯით, საქართველოზე თავსმოხვეული ჯოჯოხეთის წარსულში მოსატოვებლად. იმისთვის არ უბრძოლია ათი ათასობით ქართველ სამხედროს და მოქალაქეს, რომ ივანიშვილმა საქართველო ხელში ჩაიგდოს როგორც ბიზნეს კაპიტალი და შემდგომ სარფიანად მიყიდოს პუტინებს, კალაშნიკოვებს, როგოზინებს, სლუცკებს და ა.შ.

აკო მინაშვილი

banner
წინა სტატიაში(video) აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ნიშნავს, მარიონეტული რეჟიმის აღიარებას-პაატა დავითაია კვიციანს
შემდეგი სტატია(video) კანადაში 20კმ სიმაღლის კოშკის მშენებლობა იგეგმება