“ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და ექნება განსხვავებული აზრი“ – გოცირიძე ბესელიას საქმეზე

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე – პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელსაც ექნება განსხვავებული აზრი:

„არც ერთი პოლიტიკურად რეზონანსული შემთხვევა ამ 6 წლის განმავლობაში არ გამოძიებულა, როდესაც ეს ხდება ეს ნიშნავს, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება. თუ დღემდე განვითარებული მოვლენები შეიძლება შეგვეფასებინა, როგორც რაღაც ასე ვთქვათ, სპეცოპერაცია ჭირვეულის მოსარჯულებლად, დღეს უკვე ეს გასცდა ამ ფარგლებს და ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და მას ექნება განსხვავებული აზრი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ნასვამი თორდიას მხრიდან იყო პროვოკაცია“ – ფარცხალაძე სასამართლოში
შემდეგი სტატია“სამწუხარო ფაქტია” – მათიკაშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე