“ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა”-ზალიკო უდუმაშვილი მმართველი გუნდის მოთხოვნაზე

პოლიტიკური თაღლითობა – ასე აფასებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზალიკო უდუმაშვილი, მმართველი პარტიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდეს.

ზალიკო უდუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ხერხი იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გახანგრძლივოს.

” ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა,რაც ჩვენ მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და დაუბრუნონ მოსახლეობას პროპორციული არჩევნები, ახლა რაღაც თაღლითურ მექანიზმებზე ფიქრობენ. ანუ, როგორ გაიხანგრძლივონ ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ახლა მოიფიქრეს ახალი რაღაც, რომ თურმე ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები, რომელიც დაინიშნება, უნდა იყოს ისევ შერეული სისტემით. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა.“ – აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია ითხოვს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის გუნდი აყენებს ინიციატივას, რომ მომავალ წელს არჩევნებთან ერთად იქნება რეფერენდუმი, სრულად მაჟორიტარული პრინციპის დამკვიდრებაზე.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორის პოსტზე შესაძლოა ბაკურ აბულაძე დაინიშნოს
შემდეგი სტატია“ყველა კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარდება”