“ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება? დაპირისპირებისკენ მოწოდება? კიდევ მეტი ზიზღი? კიდევ მეტი სიძულვილი?” – ასე აფასებს გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ “ქართული ოცნების” ოფისში გაკეთებულ განცხადებას.
“ერთიანობის” ლიდერი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა ოპოზიციას შეხვედრების დროს “პასუხს მოსთხოვს”.
“არასდროს არ გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს და მთავარი ჩვენი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ქართული ეკონომიკა, როგორც ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება? დაპირისპირებისკენ მოწოდება? კიდევ მეტი ზიზღი? კიდევ მეტი სიძულვილი? – მე გეუბნებით, რომ 26 ოქტომბერს ამას წყვეტ – დაპირისპირება თუ ერთიანობა, ეს ზიზღის რიტორიკა, რომელიც მან აფრქვია, მას მხოლოდ ერთიანობა მოერევა,“ – ამბობს ვაშაძე.