ეს არის ნიშანი „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, როგორი საძაგლობაც არ უნდა თქვან, ისინი არ დაისჯებიან – თურაზაშვილი

პარტია “მოქალაქეების” წევრი ქეთი თურაზაშვილი ოდიშარიას შეურაცხმყოფელ ქცევაზე კომენტარს აკეთებს.

“ეს იყო იმის შედეგი, რომ თავის დროზე ირაკლი ბერაია შერჩა ის, რაც გააკეთა. და შერჩა მხოლოდ ის კი არა, რომ ის დარჩა პარლამენტის წევრად, ირაკლი ბერაია დღეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც არის ისევ. შესაბამისად, ეს არის ნიშანი „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, როგორი საძაგლობაც არ უნდა თქვან, ისინი არ დაისჯებიან, – ამბობს ქეთი თურაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს გუშინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიეთიკის საბჭოს რაც შეეხება, ოპოზიცია არ ასახელებდა თავის წარმომადგენლებს, ამიტომ კითხვები, ამ შემთხვევაში, არის თქვენი მისამართით – პაპუაშვილი ეთიკის საბჭოზე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება