ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ბესელია პომპეოს განცხადებას აფასებს

ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია მაიკ პომპეოს გზავნილებს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრის აზრით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის პრემიერს საჯაროდ ელაპარაკება პრობლემების შესახებ, ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩვენებზე ხელისუფლება გაყალბების მეთოდებს ვეღარ გამოიყენებს.

მისი თქმით, ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ დეპუტატები ესაუბრებოდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს არ გაითვალისწინა.

“მე მგონია, რომ ვისაც ესმის ეს ენა და ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დიპლომატიაზე, უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რასაც ელაპარაკებიან პირისპირ ან დახურულ სივრცეში და როდესაც ეს გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერმინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით და ვერ გავაგებინეთ ეს ვერაფრით „ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზაზა გაბუნია : პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა