,ეს არის მთავრობა, რომლის რეფორმების შედეგად, სასამართლო ჩააბარეს მურუსიძეს, ხოლო პროკურატურა – შოთაძეს”

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მინისტრებს უსმენენ. ნდობის გამოცხადების პროცედურამდე ერთი დღით ადრე, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. დეპუტატების კითხებვს ძალოვანი, ეკონომიკური და საგარეო მიმართულების მინისტრობის კანდიდატები პასუხობენ.

“როგორც ჩანს, ცოტა უფრო მეტი დრო ჭირდება მთავრობის ახალ ხელმძღვანელს იმისთვის, რომ ის აუცილებელი ცვლილებები განახორციელოს, რასაც ჩათვლის საჭიროდ და ამაზე შემდეგ გვექნება მსჯელობა,” – განმარტა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ახალი შემადგენლობის მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებენ.

“ეს არის მთავრობა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისში შეიყვანა, დაუპირისპირდა ფუნდამენტურ უფლებას – სიტყვის თავისუფლებას. ეს არის მთავრობა, რომლის რეფორმების შედეგად სასამართლო ჩააბარეს მურუსიძეს, ხოლო პროკურატურა – შოთაძეს,” – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსულტაციებს თანხმდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა