„ეს არის მოქალაქის მოთხოვნა, რომელსაც მაპატიეთ და ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება”

გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ფართო კონსულტაციების პარალელურად, სადაც დღეს სრული ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა, რომ ვადამდელი არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა მოითხოვონ, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას ძალაში ტოვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამ აქციის მიზანი იქნება ამომრჩევლისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან – ისინი ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას მხარს უჭერენ.

„ეს არის მოქალაქის მოთხოვნა, რომელსაც მაპატიეთ და ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება, სანამ ესენი ერთი ინჰალაციიდან მეორეზე მიდიან. აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება როდესაც 700 მილიონია გამქრალი, როგორც მამამთავარმა ინტერვიუში ბრძანა, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, 900 მილიონი არის წელს დაუხარჯავი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღარ უნდა მოქალაქეს ასე ცხოვრება. მოქალაქეს სჭირდება პროფესიული მთავრობა და არა მთავრობა რომელიც შერჩეულია ბიძაშვილ-მამიდაშვილობით,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება მუშაობს ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ამბობდა, რომ დიდ ყურადღებას დაუთმობდა რეგიონებს, აქედან გამომდინარე არის შერჩეული თელავი ინაუგურაციის ადგილად