„ეს არის მონტაჟი, ჩამჭრელ შეკითხვებს რატომ მისვამთ? – გია დანელიას

„ეს არის მონტაჟი და ფაბრიკაცია. მე გეუბნებით, რომ ვიჯექი ავტომობილში? ჩამჭრელ შეკითხვებს რატომ მისვამთ?“- ასე პასუხობს სკანდალურ ჩანაწერში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია დანელიას პასუხი “კურიერის”ჟურნალისტს. ის აცხადებს, რომ “კურიერმა” მასალის ფალსიფიკაცია მოახდინა და ის კადრებში „ჩაამონტაჟეს.“

დანელია იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც 14 მაისის “კურიერმა” გაასაჯაროვა და სადაც თავად ყვება როგორ მიიღო პარტიის ცენტრალური ოფისიდან დავალება, რომ ყველა ხერხით, მათ შორის დაშინებითა და ტერორით შეძლონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტს, პლუს ერთი ხმის მიღება.

შეგახსენებთ, რომ კახათის #35 უბანზე დალიას მისვლას ხმაური მოჰყვა. დეპუტატის ადგილზე ყოფნა ოპოზიციამ გააპროტესტა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში,” – ხმაური კახათის #35 საარჩევნო უბანზე
შემდეგი სტატიალადო კახაძე : მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ