ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია – “ბასიანის” დამფუძნებლები “ფეისბუქიდან” დაანონსებული ღონისძიების წაშლაზე საუბრობენ

ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ წაიშალა “ფესბუქიდან” კლუბ “ბასიანისა” და 35 სხვა დაწესებულების მიერ დაანონსებული ღონისძიება სახელწოდებით “ბრძოლა ბასიანისთვის.” ორგანიზატორები დივერსიას არ გამორიცხავენ.

“ბრძოლა ბასიანისთვის” იყო მოსამზადებელი ღონისძიება 27 მაისის აქციისთვის, რომლის გამართვაც ევროპის მოედანზეა დაანონსებული, თუმცა ჩატარდება თუ არა, ამ დრომდე უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი “ბასიანი” გუშინ გაიხსნა, დამფუძნებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ აქციის გამართვა მაინც აუცილებელია.

“ვფიქრობ რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, ვიღაცამ გაბედა, იმიტომ რომ უამრავი ჰოსტი იყო ამ ღონიძიებაზე, გაბედა და წაშალა და მოგვიწყო სრული დივერსია,”-აცხადებს კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი.

banner
წინა სტატიაშისახიფათო და საზიანო გადაწყვეტილება… – ომბუდსმენი მეტროს მემანქანეების წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის შეხვედრა – მთავრი საკითხი ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობები იქნება