“ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება”- ლევან მურუსიძე ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლას გამორიცხავს. მისი თქმით, დეპუტატ ივანე ზარდიაშვილთან მოსამართლეებს შეხება არ აქვთ. მურუსიძე აცხადებს, რომ როცა მსგავსი ბრალდებები ჟღერდება აუცილებელია უფრო მყარი არგუმენტების მოყვანა.

„მიხეილ ჩინჩალაძეს მრავალი თვეების განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ამ სამ მოსამართლესთან. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს ეს არის აბსურდი. იმ სამ მოსამართლესაც შეგიძლიათ კითხოთ სახეზე თუ იცნობენ და ზოგადად რაიმე ურთიერთობა თუ აქვთ ზარდიაშვილთან. ყველაფერი ეს არის ცილისწამება. მე გადამოწმებული ინფორმაცია მაქვს თვითონ ჩინჩალაძესთან. მე მოსამართლეების განცხადება ვიცი, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მე ვაცხადებ, რომ ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება. არავითარი ინფორმაცია არა მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის მინისტრი რომელიმე მოსამართლეზე ახდენდა ზეწოლას,“ – აცხადებს ლევან მურუსიძე კურიერთან საუბრისას.

დღეს რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე გავლენას თეა წულუკიანი, ზარდიაშვილი, ჩინჩალაძე ,ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე ახდენენ.

banner
წინა სტატიაშიწვევამდელთა სისტემა საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით ამოქმედდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადაყვანა