11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა”-პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რუსთაველის გამზირზე მივიდა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ:

“9 აპრილი არის მტკივნეული შეხსენება საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის – მათი წინააღმდეგობა კი საქართველოს თავისუფლების, ღირსებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლოდ იქცა.

ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა და ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელთანაც ორმა წელმა დააშორა.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას – ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა, რომლის დაცვას საქართველოს თაობები განაგრძობენ”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ამ ადამიანების მსხვერპლი ჩვენთვის ყოველდღიური მოტივაცია უნდა იყოს”- ირაკლი კუპრაძე
შემდეგი სტატია9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს და “ოცნების” დეპუტატებს