ეს არის მავნებლობა და რუსული თამაში, ამიტომ არიან ივანიშვილის გვერდით ქართული მარში, პატრიოტთა ალიანსი და ყველა ჯურის და ჯიშის რუსეთუმე – კახიძე კარტოგრაფების საქმეზე

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ, პარტიის წევრებთან ერთად, ქუთაისში, ტიციანის და პაოლოს ძეგლთან საპროტესტო აქცია გამართა და დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ოლიჩოვას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტა.
ოთარ კახიძის თქმით, ამ ძეგლთან მათი პროტესტი სიმბოლურია ხასიათისაა, რადგან ტიციან ტაბიძეც შეთითხნილი ბრალდებებით გაასამართლა საბჭოთა სასამართლომ. კახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს მემკვიდრეა და წარმატებით აგრძელებს უსამართლობის ხაზს.
„ევროპული საქართველო ეხმაურება ივანიშვილის წამოწყებულ სამარცხვინო საქმეს, ე.წ კატროგრაფების საქმეს, როდესაც ორი უდანაშაულო ადამიანის თავისუფლება, მათი რეპუტაცია და ღირსება ეწირება საარჩევნო მიზნებს.
ქართულ ოცნებას სურს, რომ წინასაარჩევნოდ გამოიყენოს გარეჯის თემა და სრულიად შეთითხნილი, აბსურდული ბრალდება წაუყენოს ადამიანებს.
ჩვენ შევიკრიბეთ ტიციანის და პაოლოს ძეგლთან, სიმბოლურად, ვინაიდან, ტიციან ტაბიძე გაასამართლეს როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და ხალხის მტერი. ეს იყო შეთითხნილი ბრალდება საბჭოთა სასამართლოს მხრიდან და ჩვენ დღესაც გვყავს ის მარლთმსაჯულება, რომელიც არის საბჭოთა სასამართლოს მემკვიდრე. ივანიშვილის ხელისუფლება განაგრძობს რუსულ ხაზს და ამ ხაზმა მოიტანა ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ და კარტოგრაფების საქმის შეწყვეტასთან ერთად ჩვენ დავუდებთ დასაბამს ნამდვილ სასამართლოს, დამოუკიდებელ სასამართლოს, ნაფიცი მსაჯულებით და ნორმალური, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ტრადიციით. ეს ცვლილებები აუცილებალდ მოვა 31 ოქტომბრის შემდგომ, მანამდე კი საზოგადოების ყურადღება ჩვენ უნდა მივაპყროთ სიმართლეს და არა იმ შეთითხნილ ბრალდებებს, რომელსაც ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს უყენებს.
ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ ნარატივს, რომ ყურადღება გადაიტანონ სხვა საკითხზე, რომ წინა ხელისუფლებას დააბრალონ, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ინტერესებს ხელყოფდა და ამავე დროს, ამით ძაბავენ ჩვენ ურთიერთობას ჩვენ პარტნიორ ქვეყანა აზერბაიჯანთან. ეს არის მავნებლობა და რუსული თამაში, სწორედ ამიტომ არიან ივანიშვილის გვერდით ქართული მარში, პატრიოტთა ალიანსი და ყველა ჯურის და ჯიშის რუსეთუმე, რომელიც ქვეყანაში გვყავს. ამიტომ არიან ისინი ერთ სულ და ერთ ხორც და ამ ბრალდებებს ერთად ისვრიან, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ინაშვილით გაგძელებული და სანდრო ბრეგაძით დამთავრებული. ეს არის ნიშანდობლივი და საზოგადოებისთვისაც არის ინდიკატორი, თუ ვის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთოს არჩევანი 31 ოქტომბერს, ვინაიდან ივანიშვილის ე.წ ქართული ოცნება არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.“ – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ პენსიონერთა უფლებების დასაცავად „ეროვნული ბანკის“ წინ სირცხვილის კორიდორი მოაწყო
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი გარეჯის თემაზე: არანაირი რუსული კვალი არ არსებობს, აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები