„ეს არის მაუწყებლის დახურვის გეგმა,” – დოდო შონავა ვასილ მაღლაფერიძის გეგმაზე საუბრობს

საქართველოს მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები აპირებენ წერილობით მიმართონ საბჭოს წევრებს და მოითხოვონ, რომ მათი მხრიდან ალტერნატიული გეგმის წარმოდგენამდე ვასილ მაღლაფერიძის წინადადებები არ დაამტკიცონ.

პროფკავშირებში ამტკიცებენ, რომ არხის გენერალური დირექტორის გეგმა ტელევიზიის დახურვას გამოიწვევს.

„ეს არის მაუწყებლის დახურვის გეგმა, რეფორმა ამ მაუწყებელს სჭირდება, კომპეტენტური ადამიანების ხედვის შედეგად განხორციელებული რეფორმა,“ – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ.

banner
წინა სტატიაში„გარემოება რომ 102 გადაცემიდან შეიძლება დახურო 101, ნიშნავს რომ უარს ამბობ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე“-სულხან სალაძე
შემდეგი სტატია“გაუგებარია, რატომ არ მოხდა, პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება” – გიორგი აბაშიშვილი