ეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა – ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მარცხი და საქართველო ლიდერიდან გახდა მაჩანჩალა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანი იყო არ მიგვეღო სტატუსი.

„ნათელი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, ქვეყანა გამორთულიყო ტრიოდან. უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო ვერ იღებს, იმის გამო, რომ „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა სწორედ ამ მიზნით, რომ საქართველო დარჩენილიყო კანდიდატის სტატუსის მიღმა.

პასუხისმგებლობიანი მთავრობა აქამდე ქვეყანას არ მიიყვანდა, სადამდეც მიიყვანეს, რომ ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი, ამიტომ ასეთი მთავრობა არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც უნდა დგამდეს მთავრობა, როდესაც ასეთი დიდი მარცხი ვიწვნიეთ.

ეს არის მარცხი, ჩვენ გავხდით აუტსაიდერი, შესაბამისად ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავსახოთ გეგმა და მსოფლიოს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ ვართ ცივილიზებული ერი, გაერთიანებული ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ, უნდა ვაჩვენოთ ეს 20 ივნისს და 24-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად“,

“ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ეს პერიოდი რასაც ქართული ოცნება უარყოფდა იქ არის სწორედ საუბარი იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩვენ ამისკენ მოვუწოდებდით, ამ უპასუხისმგებლო და მავნებელ ძალას. ასევე საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, ეს არის ხალხი, რომელმაც ოლიგარქიული რეჟიმი შექმნა და ის დეოლიგარქიზაციას არ გააკეთებს, ეს არის მათი საკვები. შესაბამისად ის, რაც წერია ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი. ცხადია, რომ ესენი ამას არ გააკეთებენ, არც არასდროს არ ჰქონიათ ამის გაკეთების მიზანი, შესაბამისად მოახერხეს, რომ ქვეყანა რჩება, ასოცირებული ტრიოს მიღმა. ეს არის ქართული ოცნების პირდაპირი დამსახურება”- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ასეთი იდიოტები რომ გყავდათ და გყავთ, ასეთ მავნებლებს რომ ჩაუგდო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება, იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე “კარგად”
შემდეგი სტატიაევროკომისიის გადაწყვეტილება ბოლო შანსია ჩვენი ქვეყნისთვის – ვირჩევთ ოლიგარქს ან დასავლეთს – ვაშაძე