ეს არის მაგალითი, როგორ არის თვითმმართველობა ერთი კაცის მომსახურე

“ეს არის მაგალითი, როგორ არის თვითმმართველობა ერთი კაცის მომსახურე. საკრებულომ დაამტკიცა, მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რომ ერთგულება დაუმტკიცოს ბიძინა ივანიშვილს,” – ეს განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ის საკრებლოში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“ყველა გაყარეს დარბაზიდან, პარლმენტის წევრები ძალადობრივი მეთოდებით საკრებულოს სხდომიდან გაიყვანეს,”- აღნიშნა სამნიძემ.

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

ოპოზიცია მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აკრიტიკებს. რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციის წევრები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში, “პარტიზანი მებაღეების” წევრები მივიდნენ
შემდეგი სტატიაესენი იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული განდონები