ეს არის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული და ღვარძლიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი -სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებეს.

კაპანაძის თქმით, თეა წულუკიანი არასდროს არ ყოფილა დაინტერესებული რაიმე პრობლემის მოგვარებით. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ აპირებს.

„არ მივიღებთ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში. ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული და ღვარძლიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიას, ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ის ვერასდროს მალავს თავის ზიზღს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებს ის თავის პოზიციას ბოროტად მის უწყებაში საჯარო მოხელეებთან მიმართებით. კარგად ვიცით, რამდენჯერ გაათავისუფლა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო თანამშრომლები, როგორ დევნიან მათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს უწყებას. წინა გამოცდილების გათვალისწინებითაც ქალბატონი წულუკიანი არცერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რომ რაიმე პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან, თანამოაზრეებთან ერთად და იმსჯელოს”- სერგი კაპანაძე

banner
წინა სტატიაშიენდელაძე: COVID-19-ით გარდაცვლილი ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, დაავადებები ჰქონდათ
შემდეგი სტატიაბაჩალიაშვილები ადვოკატის დაკავების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ