ეს არის კლანური დაპირისპირება, სადაც სერგეენკო როგორც მთავრობის წევრი დამარცხდა – ბექა ნაცვლიშვილი

„ეს არის უფრო კლანური დაპირისპირება, სადაც სერგეენკო როგორც მთავრობის წევრი დამარცხდა,“ – ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებას.

დეპუტატის განცხადებით, სერგეენკო მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით რეიტინგული მინისტრი იყო და სწორედ ამის გამო ის კლანურ ბრძოლას შეეწირა.

ნაცვლიშვილი თქმითვე, ნებისმიერი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება-დანიშვნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის თანხმობაა საჭირო. გამომდინარე აქედან, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე პრემიერი ბახტაძე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, იმ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკოს საჩხერის კლინიკის დირექტორი შეცვლის, ნაცვლიშვილი გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს, რადგან მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკოსი უნდა იყოს და არა ვიწროსპეციალობის მქონე პირი.

„საექიმო საქმიანობის გამოცდილების მინისტრები კი არა პოლიტიკოსებია საჭირო,“ – ამბობს ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს