ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო, დემოკრატიულ კონტროლზე-ბოკერია

ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო, დემოკრატიულ კონტროლზე-ასე აფასებს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას შეძლებს.

„ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე, დემოკრატიულ კონტროლზე, მოქალაქეების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორ გამოიყენებენ ამას – დიდი რჩევა გვექნებოდა – ეგეთი სისულელე არც გაიფიქრონ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება სცადონ არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად”, -განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდოკუმენტი პრაქტიკულად მოუწოდებს მთავრობას, გიორგი რურუა გაათავისუფლონ – სამადაშვილი
შემდეგი სტატიარურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის – ზალკალიანი