ეს არის ყველაზე პოზიტიური გადაწყვეტილება ამ საქმის განხილვის პროცესში – შალვა შავგულიძე

„ეს, რა თქმა უნდა, არის ყველაზე პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ამ საქმის განხილვის პროცესში,“ – თავისუფალი დემოკრატების წევრი, შალვა შავგულიძე, რუსთავი2-ის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ საუბრობს.

„დიდი პალატაში გაიგზავნა იმ მითითებებით, იმ აქცენტებით, რომ, თუ ამ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებაში იქნება გამოყოფილი, ობიექტურად განიხილავს დიდი პალატა, სხვა გადაწყვეტილება შეუძლებელია და მხოლოდ ერთადერთია შესაძლებელია, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისთვის. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ გააგრძელებს იმ ზეწოლას ახალ უკვე დიდი პალატაზე, რა ზეწოლის რეჟიმშიც ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა ყველა ქვემდგომი ინსტანციის შემთხვევაში,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამასთან, ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებში გაკეთებულ გზავნილებზე საუბრობს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას გაუჩნდება შეკითხვები იმ შემთხევაში, თუ საქართველოს სასამართლოთა მიერ საბოლოოდ მოხდება რუსთავი2-ის მფლობელის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,” – განაცხადა შლავა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეები აპირებდნენ რუსთავი2-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანას – დიტო საძაგლიშვილი
შემდეგი სტატია(video) ქობულეთის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია