“ეს არის ყოვლად არაადეკვატური და დაგვიანებული პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე”

“ნაციონალურ მოძრაობაში” ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას არაადეკვატურს და დაგვიანებულს უწოდებენ. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, გამოძიება 2 წლის წინ უნდა დაწყებულიყო:
“ეს არის ყოვლად არაადეკვატური და დაგვიანებული პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ეს იქნებოდა ნორმალური და ადეკვატური ორი წლის წინ, ასეთი გამოძიების დაწყება. დღევანდელ დღეს ადეკვატური პასუხი ხელისუფლების და მთავრობის მხრიდან იქნება და იქნებოდა, ვანო მერაბიშვილის უპირობო გათავისუფლება, ისევე როგორც სხვა ყველა პოლიტ პატიმრის გათავისუფლება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ის რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ხელისუფლებას არანაირი რეალური განცდა არ გააჩნია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ